კომპანიის შესახებ

უძრავი ქონების მართვისა და საკონსულტაციო კომპანია ბონუსი, დაარსდა 2006 წელს ქალაქ თბილისში. კომპანიის ძირითად საქმიანობას, დეველოპერთათვის სამშენებლო პროექტების მომზადება წარმოადგენს.

ბონუსი მოქალაქეებს სთავაზობს მათი უძრავი ქონების აზომვით სამუშაოებში დახმარებას, რეგისტრაციისთვის საბუთების მოძიებასა და ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ყველა სერვისს. კომპანია ზრუნავს მომხმარებლის კომფორტზე და მათთვის ქმნის სრულ პაკეტს.

დღევანდელი მონაცემებით კომპანია ემსახურება 50 000 მეტ კლიენტს, რაც საკმაოდ მზარდი ციფრია.

აღსანიშნავია რომ ბონუსი წარმოადგენს ერთადერთ ქართულ უძრავი ქონების მართვის კომპანიას. აქ დასაქმებული კადრები გამოირჩევიან მაღალი კვალიფიკაციითა და ამ საქმეში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.

კომპანია ბონუსი ჩართული იყო პროექტში: “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” და მონაწილეობა მიიღო პირველ, მეორე და მესამე ეტაპებზე. აღნიშნული პროექტი 2009 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა ძველი თბილისის რეაბილიტაციას, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, სამშენებლო ბიზნესის სტიმულირებასა და ა.შ. უნდა ითქვას ისიც რომ აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო და მოსახლეობას მიეწოდებოდა ინფორმაცია სამუშაოების შესახებ. “ძველი თბილისის ახალი სოცოცხლის” ფარგლებში ბევრ ავარიულ შენობას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.

ბონუსი წარმოადგენს ერთადერთ კომპანიას, რომელიც 2008 წლიდან დაკავდა პროექტ “განახლებული თბილისით”, რაც ითვალისწინებს ხრუშოვკებისა და ე.წ იტალიური ეზოების გაუმჯობესებას. ძირითადი აქცენტი კეთდება ავარიული შენობების დანგრევასა და მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე.

მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან თბილისის ურბანულ ქსოვილს ახალი რაიონები შეემატა და მათი განაშენიანება სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა. სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა სოციალური საცხოვრისის ექსპერიმენტალური პროექტი – “ხრუშოვკა”. მთავარ მიზანს წარმოადგენდა მაქსიმალურად სწრაფად და ეკონომიურად აშენებულიყო საცხოვრებელი სახლები. ხრუშოვკები იგებოდა განსაზღვრული ზომის პანელებით რაც ჭერის სიმაღლეს ამცირებდა (არსებობდა ხუმრობაც, რომ ნიკიტა ხრუშოვმა საკუთარი სტანდარტები შეუკვეთა). ხრუშოვკებში თავდაპირველად არ იყო გათვალისწინებული ლიფტები და აივნებიც იშვიათობას წარმოადგენდა. ამ ტიპის ბინები პოლიტიკურ იდეას ქმნიდა და ამბობდნენ რომ ხრუშოვკა საბჭოთა მოსახლეობას ღამის გასათევად უნდა გამოეყენებინა. ხრუშოვკები გათვლილი იყო 25 წელზე და უკვე 80-იან წლებში უნდა მომხდარიყო მათი ჩანაცვლება. სამწუხაროდ ამ პროექტით აშენებულ ბინებს დიდი ხანია ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა. ხრუშოვკების მდგომარეობას მოგვიანებით გაკეთებული ე.წ მიშენებებიც ართულებს.

რაც შეეხება იტალიური ეზოს სახელწოდებით ცნობილ საცხოვრისებს, რომლებსაც თბილისის ძველ უბნებში შევხვდებით, აქაც საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს. მათი უმრავლესობა ავარიულია.

კომპანია ბონუსი მობინადრეთა თანხმობის შემდეგ, აკეთებს მათი ბინის ანაზომებს (გასათვალისწინებელია რომ ძველი ბინები განსხვავებულად იზომებოდა და გარკვეული ნაწილი თავიდანაა ბაზებში შესატანი), აგროვებს საბუთებს რომლებიც უშუალოდ რეგისტრაციის პროცესისთვისაა საჭირო, აკეთებს პროექტს და სთავაზობს სამშენებლო კომპანიას. ამის შემდეგ მოსახლეობა იღებს განახლებულ ბინას, სადაც დაცულია უსაფრთხოების ზომები და შექმნილია კომფორტი.

ბონუსის პარტნიორები არიან ისეთი ძლიერი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, როგორიცაა : აქსისი, არქი ჯგუფი, m², დომუსი და ა.შ.

სამომავლოდ კომპანია ბონუსი მიზნად ისახავს მოლაპარაკება წარმართოს თბილისის ყველა ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლესთან, რათა მათ შეუქმნას უკეთესი პირობები. ბონუსი ზრუნავს გარემოს განვითარებასა და ქალაქისთვის თანამედროვე სტანდარტების შექმნაზე.

50000+ კლიენტი
10პროექტი
100000+ ადამიანი
0უკმაყოფილო კლიენტი