Our Products

ოლ-პი ჯგუფი

კომპანია “ოლ-პი ჯგუფი” დაარსდა 2007 წელს. ჩვენს ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა სამრეწველო იატაკები და ჰიდროსაიზოლაციო სისტემები. ამ სფეროში ერთიანდება ბეტონის საფარები მოხვეწილი ზედაპირით,პოლიმერული, რბილი და ელასტიური იატაკები, ასევე ბრტყელი გადახურვის სისტემები.

ჰაუს არტი

კომპანია „ჰაუსარტ ლუქსი“ არის დეველოპერული კომპანია, რომლის ძირითადი პროფილს წარმოადგენს საცხოვრებელი კომპლექსებისა და კომერციული ფართების მშენებლობას.

დონა გრუპი

შ.პ.ს ,,დონა გრუპი” საქართველოში დაარსდა 2009 წლის ოქტომბერში ქართველი-ებრაელი ბიზნესმენის შალომ შაის (შიმშილაშვილი) მიერ. შალომ შაი გახლავთ კომპანია ,,დონა”-ს დამფუძნებელი ისრაელში, რომელიც 30 წელია მოღვაწეობს სამშენებლო ბიზნესში და ერთ-ერთი ლიდერია ებრაულ სამშენებლო კომპანიებს შორის. “დონა” ისრაელში და მის ფარგლებს გარეთ ახორციელებს საცხოვრებელი და საოფისე კომლექსების მშენებლობას, რომლებიც გამოირჩევა მაღალი სტანდარტით, დახვეწილი დიზაინით და შესაშური კომფორტით.

ანაგი

“ანაგი” უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში. იგი 1989 წელს დაარსდა და სულ მალე ქვეყნის სამშენებლო სექტორის ლიდერის პოზიცია დაიკავა, რომელსაც ამჟამადაც ღირსეულად ინარჩუნებს.

Diamond projects

კომპანია დაარსდა 1962 წ. ბ-ი აბრაამ ოლშევიცკის მიერ საინვესტიციო ჯგუფის, მოღვაწე
ისრაელში, პოლონეთსა და საქართველოში, წევრი კომპანიის სახით
ბრწყინვალე რეპუტაცია და ფინანსური სტაბილურობა
ამჟამად მიმდინარეობს მშენებლობა 700 საცხოვრებელი ობიექტის
ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ მაღალი დონის სპეციალისტებთან
55 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სექტორში
მეორე საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში
სულ მალე მესამე პროექტი თბილისში

შენი სახლი ჯიქიაზე

პროექტი ,,შენი სახლი ჯიქიაზე” ხორციელდება ესტონურ – ქართული კომპანიის მიერ. 2013 წლის სექტემბრიდან , დაიწყო პირველი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა – ბანკის სესხის გარეშე, ესტონური ინვესტიციით.  საცხოვრებელი კომპლექსი ,,შენი სახლი ჯიქიაზე”, შენდება საბურთალოზე, კერძოდ ანა პოლიტკოვსკაიას #3-ში. ამ დროისთვის აშენებულია 22 საცხოვრებელი სახლი და მიმდინარეობს  2 სახლის მშენებლობა. ტერიტორიის ფართი შეადგენს 5,5 ჰექტარს.

მ2

სს “  უძრავი ქონება” 2006 წელს სს “საქართველოს ბანკის” მიერ დაარსდა. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმით.

კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია:

• უძრავი ქონების განვითარება;
• ქონების (საკუთრების) მართვა.

აქსისი

პოსტსაბჭოთა პერიოდსა და სივრცეში გაჩნდა მრავალი გამოწვევა ქვეყნის განვითარების კუთხით. „აქსისი“ იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც ეს გამოწვევა მიიღო და გახდა თავისი დარგის პიონერი და სხვადასხვა მიმართულების განვითარების ინიციატორი. ქვეყანაში შემოიტანა თანამედროვე არქიტექტურის, მენეჯმენტისა და მომსახურების სრულიად ახალი მიდგომა. მისმა საქმიანობამ აგრეთვე განაპირობა ახალი დარგებისა და ბიზნესების გაჩენის აუცილებლობა, რითაც თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

 

თბილისი გარდენს

თბილისი გარდენსი, უპირველეს ყოვლისა, არის იდეა – დატვირთულ ქალაქში შევქმნათ ადგილი, სადაც შეგიძლია სრულყოფილი ცხოვრებით დატკბე. გვჯერა, რომ როდესაც ყოველდღიური დისკომფორტი ნაკლებად გაღელვებს, მაშინ სიცოცხლეც გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება. ზუსტად ამიტომ გადავწყვიტეთ, ავაგოთ თბილისის პირველი ცათამბჯენი მშენებლობის ნიუ-იორკული სტანდარტების დაცვითა და ჭეშმარიტად ამერიკული ინტერიერის დიზაინით.

ლიტჯეო ინვესტი

შპს „ლიტ ჯეო ინვესტი“ –  ქართულ-ლიტვური კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან არსებობს

დომუსი

კომპანია დომუსი 2006 წლის 15 სექტემბერს დაარსდა. ჩვენი მისიაა შევქმნათ გარემო, სადაც თითოეული ადამიანი თავს ჰარმონიაში იგრძნობს. კომპანია დომუსი გახსნის დღიდან ქმნის ინოვაციურ სამშენებლო პროექტებს, სადაც მომხმარებლის ყველა სურვილი და საჭიროებაა გათვალისწინებული.
გამორჩეული არქიტექტურული იერსახე და ინტერიერი, ფუნქციონალურობა, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები ჩვენი სამშენებლო პროექტების და ახლა უკვე დომუსის მობინდრეთა ყოველდღიური ცხოვრების  განუყოფელი ნაწილია.

არქი

არქი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. კომპანია თავდაპირველად დაკავებული იყო საინვესტიციო საქმიანობით, თუმცა 2008 წლის სექტემბრიდან დეველოპერული მიმართულების განვითარება დაიწყო.